საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩისთვის მზადება განაახლა

05 ივნისი 2021, 12:03 939 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადება განაახლა.  ვილი სანიოლის გუნდმა ქალაქ ენსხედეში ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი იყო ჩართული.  ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია ირაკლი აზაროვს

რაც შეეხება საბა კვირკველიას,  ფეხბურთელი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება ხვალ ჩვენი დროით 20:00 -ზე საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში