ბელარუსულ თვითმფრინავებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალათ

05 ივნისი 2021, 15:15 1380 ნახვა

ამოქმედდა ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვა  ბელარუსის თვითმფრინავებზე, რომელიც ეხება წვდომას ევროკავშირის აეროპორტებზე და ფრენას ევროკავშირის საჰაერო სივრცეში.

ევროკავშირმა აკრძალვა გუშინ  დააწესა, პასუხად ბელარუსის მიერ სამგზავრო თვითმფრინავის იძულებაზე მინსკში დაშვებულიყო, და ბორტზე მყოფი დისიდენტი ჟურნალისტის დაპატიმრებაზე. ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას "მოეთხოვება ბელარუსის ავიაკომპანიების ნებისმიერ თვითმფრინავს უარი უთხრას დაფრინდეს, აფრინდეს ან მათ ტერიტორიებს გადაუფრინოს" - წერს ევროკავშირი განცხადებაში.

ბელარუსის ავიაკომპანია „ბელავია“ აცხადებს, რომ ნებართვა მიიღო რეისები აწარმოოს მოსკოვის შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტთან, და რეისები 10 ივნისიდან კვირაში ხუთჯერ განხორციელდება. 12 ივნისიდან ავიაკომპანია ოთხ რეისს დაამატებს სტამბოლთან. ამასთან, 15 ივნისიდან ბელავია გააორმაგებს ფრენას ბათუმში, კვირაში 14 რეისამდე და გაზრდის თბილისთან წარმოებული რეისების რაოდენობასაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში