მოსახლეობა ავტობანის მშენებლობისას მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

05 ივნისი 2021, 18:18 1053 ნახვა

სალიბაურში მოსახლეობა ავტობანის მშენებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. დღეს მათ ადგილზე მძიმე ტექნიკას მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, რის გამოც მშენებლებს ტერიტორიის დატოვება მოუხდათ. მოსახლეობა ამბობს, რომ  სამშენებლო პროცესის გამო დაიბზარა სახლები, ირწმუნებიან, რომ საცხოვრებლები ავარიულ მდგომარეობაშია და ცხოვრება საფრთხის ქვეშ უწევთ.

მოსახლეობის ინფორმაციით მათ კონპენსაცია არ აუღიათ, მთავრობა არც გასახლებას ჰპირდება და არც სახლების გამაგრების ვალდებულებას იღებს, რაც ადგილობრივების თქმით, ზიანის შემთხვევაში ხელშეკრულებით არის  გაწერილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში