საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი 

07 ივნისი 2021, 10:52 1055 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი, ხოლო   1 014 პირი გამოჯანმრთელდა. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 117 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 477 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 640 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.88%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.98%.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა - 31, იმერეთი - 21, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 3, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28 კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 926, საიდანაც: 3 428 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 929, აჭარაში - 328, იმერეთში - 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში - 357, აჭარაში - 89, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 202 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 10, იმერეთში - 11. 627 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 - თბილისში, 220- აჭარაში. 5 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 212, პირი, აჭარაში - 2 210, იმერეთში - 1 201.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში