სახალხო დამცველი პანსიონიდან გაყვანილ მოზარდებს ხვდება

07 ივნისი 2021, 11:39 864 ნახვა

პანსიონის 6 აღსაზრდელს, რომლებიც ალტერნატიულ ზრუნვაში საკუთარი   სურვილით გადავიდნენ,  ომბუდსმენი შეხვდა.   ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს  , რომ არასრულწლოვნებმა დეტალურად  ესაუბრნენ  ნინოწმინდის პანსიონში გატარებულ წლებზე. გაიხსენეს ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, რასაც, მათი თქმით, მეტწილად მცირეწლოვნობის გადახდათ. 

ლომჯარია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დეტალურად შეფასდეს ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში არსებული მდგომარეობა, დაიგეგმოს მათი, ოჯახებში შესაძლო დაბრუნება და ოჯახების გაძლიერების მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები. 

სახალხო დამცველის თქმით, ბავშვებთან გასაუბრებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, იმაში რომ  პანსიონში მცხოვრებმა ყველა არასრულწლოვანმა, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უნდა დატოვონ ეს ადგილი და სახელმწიფომ  მათ ღირსეული, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გარემო  უნდა შეუქმნას, ოჯახებსა თუ სახელმწიფო ზრუნვის ოჯახური ტიპის დაწესებულებებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში