მქონდა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ დაგვყარა და მიგვატოვა - თეა წულუკიანი 

07 ივნისი 2021, 12:27 1317 ნახვა

რა ჰქვია ამგვარ საქციელს თუ არა ღალატი და იმედგაცრუება. მეც მქონდა განცდა, რომ ლიდერმა უბრალოდ დაგვყარა და მიგვატოვა, მაშინ როდესაც კანონი იყო დასაცავი'' - ეს განაცხადა, ცოტა ხნის წინ, ბრიფინგზე საქართველოს კულტურის მინისტრმა.

 თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა, რომელიც გიორგი გახარიას უკავშირდებოდა. 

მინისტრი ამბობს, რომ  გიორგი გახარიას გუნდის წევრები ავრცელებდნენ ხმას, რომ ''ქართული ოცნების'' მიერ მხარდაჭერილები არიან. 

''საზოგადოებისთვის გაუგებარი იყო გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, რომელიც მან სიურპრიზად მიიღო და გადადგა. გვსმენია, რომ ამ გაუგებარ ნაწილს საზოგადოება ხსნიდა, რომ ალბათ ეს იყო ''ქართული ოცნების''  და ბიძინა ივანიშვილის პროექტი. 

საქმე წავიდა ისე, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრები თავად ავრცელებდნენ ხმას პარტიულ აქტივში და რეგიონებში, რომ ისინი იყვნენ მხარდაჭერილი ''ქართული ოცნებიდან''. 

ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო სიცრუე, მაგრამ როგორც ჩანს, ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ  პოლიტიკიდან წასული კაცი, დღეს გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი. 

მართლაც მისი სახელის გამოყენება ჩვენთვისაც დაუშვებელია, მითუმეტეს როცა საქმე ეხება ჩვენს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და გუნდის ლიდერს. მე ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ცუდი გადაწყვეტილება მიიღო როდესაც გადადგა. მოხდა ის, რომ  ჩვენ ვისმენდით ნიკა მელიას ქმედებებთან დაკავშირებით გუნდის შიგნით ერთიან პოზიციას გახარიასგან, რომელიც გვქონდა ჩვენ. მაგრამ მიიღო გადაწყვეტილება და ეს ჩვენება შეცვალა და ყველა გაგვაოცა. როგორც ჩანს მხოლოდ ჩვენ არა და ბიძინა ივანიშვილი მის ამგვარ გასაოცარ საქციელს ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს'' - განაცხადა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში