აღმაშენებლის წრიულთან მოძრაობა კიდევ ორი თვით შეიზღუდა

07 ივნისი 2021, 18:43 1455 ნახვა

აღმაშენებლის და აბუსელიძის კვეთაში არსებული წრიული კიდევ ერთხელ 2 თვით შემოიღობა, რამაც  მოძრაობა შეაფერხა. გადაადგილება შეზღუდულია კობალაძის და აღმაშენებლის ქუჩების  მიმართულებით აბუსერიძის ქუჩიდან. როგორც მერიაში ამბობენ, ტერიტორიაზე გრძელდება  კაეფდაბლიუს პროექტით ინფრასტრუქტურული სამუშაოები. რატომ შემოიღობა ტერიტორია ბოლო რამდნიმე თვეში ორჯერ ხანგრძლივი პერიოდით და  რატომ ტურისტულ სეზონზე? ქალაქის მერი გვპასუხობს, რომ ეს არის ძირითადი პროექტები, რომელთა განხორციელებაც, მათ შორის ტურისტულ სეზონზე, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. ინფრასრუქტურლი სამუშაოების გამო რამდენიმე მუნიციპალური ტრანსპორტის  მოძრაობის მიმართულება შეიცვალა.მძღოლების თქმით, მოძრაობის შეცვლილი სქემა და გადათხრილი ქუჩები დისკომფორტს უქმნით.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში