საქართველოში კორონავირუსის 1 023 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

08 ივნისი 2021, 10:49 1423 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 023 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

​ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 510 პაციენტი, გარდაიცვალა 17.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 517 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 585, „პისიარ“ ტესტით – 7 932.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,47%, ბოლო 14 დღის – 2,81%, ბოლო შვიდი დღის – 2,92%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 546 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 30, გურია - 34, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 350 428 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 335 029 გამოჯანმრთელდა, 4 951 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 178 738 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 455.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში