ავსტრალიაში ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

08 ივნისი 2021, 09:12 676 ნახვა

ავსტრალია-შეერთებული შტატების ერთობლივი სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცავებმა ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. პოლიციელებმა იმ აპლიკაციაში შეღწევა მოახერხეს, რომელსაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მიმოწერისთვის იყენებდნენ.

25 მილიონამდე შეტყობინებაში საუბარი ნარკოტიკების კონტრაბანდასა და მკვლელობების შესახებ იყო.სპეცოპერაციის ფარგლებში 18 ქვეყანაში 224 ბრალდებული დააკავეს. ამოღებულია 104 ცეცხლსასროლი იარაღი და 35 მილიონამდე აშშ დოლარი ნაღდი ფულის სახით.

ოპერაციაზე შეერთებული შტატების საგამოძიებო ფედერალური ბიურო და ავსტრალიური მხარე 2018 წლიდან მუშაობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში