ივლისიდან ბათუმსა და კიდევ 3 ქალაქში დიდი ამცრელი სივრცეები უნდა გაიხსნას - ამირან გამყრელიძე

08 ივნისი 2021, 13:02 1803 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დიდ პარტიას ივლისის დასაწყისში ელოდებიან. ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და  რუსთავში უნდა ჩამოყალიბდეს დიდი ამცრელი სივრცეები.

მისივე განმარტებით, მოლაპარაკება მიმდინარეობს ''ექსპო ჯორჯიასთან'', ასევე მუშაობენ ჰუალინგის ცენტრთან, სპორტულ დაწესებულებებთან და მოლებთან მათი ფართობებისა და პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით. 

''ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ეს იქნება როგორც წინასწარ ონლაინ დაჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგებითაც, ანუ ვირტუალური კაბინეტებით. 

მოსახლეობის დიდ ნაწილს სოფლებში, რაიონებში უჭირს  რეგისტრაციის გავლა, ამისთვის  მათ წითელი ჯვარი და სტუდენტები ეხმარებიან, მაგრამ აუცილებელია მათთვის მუშაობდეს სხვა მექანიზმიც. აუცილებელია ცოცხალი რიგების სისტემაც.  გარდა ამისა მობილური ბრიგადების აქტიურად მუშაობა, მოშორებულ სოფლებში აცრის გაშლასთან დაკავშირებით'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში