სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი დახმარებას ითხოვს

08 ივნისი 2021, 14:35 903 ნახვა

ქობულეთში, სოფელ დაგვაში დავითაძეების სამწევრიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. საცხოვრებელი  სტიქიამ რამდენიმე თვის წინ დაუზიანა. ქარმა სახლს სახურავი  გადახადა და წყალი ოთახებში ჩადის.

ამბობენ, რომ უამინდობისას სახლში ყოფნა საფრთხის შემცველია. ისინი მერიას დახმარებას სთხოვენ. სადაც აცხადებენ, რომ ამ ოჯახის პრობლემას იცნობენ, საკითხს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილავენ და დაახლოებით 7 500 ლარით დაეხმარებიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში