ჯარისკაცების საქმეზე დაკავებული პოლიციელები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

08 ივნისი 2021, 14:36 910 ნახვა

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის დიმიტრი დევდარიანის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა. ამ შეთავაზებაზე ბრალდებულმა თანხმობა განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. ასევე, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.

სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების შესამსუბუქებლად ახალი გარემოებები არ იკვეთება. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები სამხედრო წვევამდელებს აიძულებდნენ  სპეციალური მძიმე ეკიპირებით ათეულობით საათის განმავლობაში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტი დაელაგებინათ. საუბარია ექვს ეპიზოდზე, რა დროსაც სამხედროებს ევალებოდათ დაჩოქილებს 10-11 საათი ეხეხათ საპირფარეშოები, იატაკი. ამას კი აკეთებდნენ იძულებით. დაზარალებულად ცნობილია ოთხი სამხედრო წვევამდელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში