პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა

09 ივნისი 2021, 14:55 1156 ნახვა

,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა  და რადიოს’’ მრჩეველთა საბჭო ხვალ,   2021-2022 წლების   პროგრამულ პრიორიტეტებს  განიხილავს, მოსახლეობას კი ზეპირ მოსმენაში ჩართვისკენ მოუწოდებს.   

საბჭოს წევრის, თამარ წილოსანის თქმით, მაუწყებლის პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის პროცესში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობა, რჩევები  შენიშვნები და  იდეები. 

საჯარო განხილვა, 13:00 საათზე  მ. აბაშიძის 16-18 ნომერში გაიმართება. ზეპირი მოსმენა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ტარდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში