სპეკულაციები მომდინარეობს დაშლილი, დაქუცმაცებული, დეგრადირებული ოპოზიციისგან - ირაკლი ღარიბაშვილი

09 ივნისი 2021, 15:09 912 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის ჩანაცვლება არ განიხილება.  ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გუნდი არის შეკრული,  სპეკულაციები კი დაქუცმაცებული და დეგრადირებული ოპოზიციისგან მოდის. 

''ეს არის ტყუილი, არავითარი ცვლილება არ იგეგმება. მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ირაკლი კობახიძესთან, ვმეგობრობთ.

დღეს როგორც არის შეკრული ''ქართული ოცნების''  გუნდი ასეთი არ ყოფილა ალბათ 2012-2013 წლის შემდეგ. შესაბამისად სხვა  ყველაფერი, ეს სპეკულაციები მომდინარეობს დაშლილი, დაქუცმაცებული, დეგრადირებული ოპოზიციისგან. მე ვურჩევდი ყველა პოლიტიკოსს, მათ შორის ახალბედებს ნუ აყვებიან იაფფასიან სპეკულაციებს, დაშლილი ,,ნაცმოძრაობისგან'' - განაცხადა პრემიერმა. 

ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეს, ხომ არ იგეგმებოდა ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაყენება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში