ბოლივიის პარლამენტში იჩხუბეს

09 ივნისი 2021, 18:31 1372 ნახვა

ბოლივიის პარლამენტში დეპუტატებმა იჩხუბეს.  ჩხუბში  ქალი დეპუტატებიც მონაწილეობდნენ. ხელჩართული ბრძოლის  მიზეზი შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა გახდა, რომელიც 2019 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე საუბრობდა. მინისტრმა მოვლენებისადმი მიძღვნილი ვიდეო წარადგინა, რაც ოპოზიციამ გააპროტესტა. მათ წინააღმდეგობა პროსამთავრობო ბლოკის დეპუტატებმა გაუწიეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 2019 წლის ოქტომბერში ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად მოქმედი ლიდერი, ევო მორალესი პირველივე ტურში გამოაცხადა. თუმცა წინასწარი შედეგების მეორე ტურის აუცილებლობაზე მიუთითებდა. ხელისუფლების პოზიციამ ბოლივიაში მასობრივი არეულობები გამოიწვია. მორალესმა 10 ნოემბერს გადადგომის შესახებ განაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში