აშშ-ში კოვიდვაქცინის მილიონობით დოზა შესაძლოა გადაყარონ

09 ივნისი 2021, 18:41 1739 ნახვა

აშშ-ში შესაძლოა კოვიდვაქცინის  მილიონობით დოზა გადაყარონ. აშშ-ის ხელისუფლებამ აპრილში თრომბის საშიშროების გამო, Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება შეაჩერა. 10 დღის შემდეგ ვაქცინაცია განახლდა, თუმცა ამ წამლის მიმართ ნდობა შემცირდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, პაციენტებმა Johnson & Johnson-ის  21 მილიონ 400 ათასი  დოზიდან მხოლოდ ნახევარი მიიღეს მაშინ, როდესაც  Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინების უკვე 83%-ია  გამოყენებული. Johnson & Johnson-ით აცრისას ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა გამოიყენება და  მათი შენახვა  ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში