ქობულეთის ''შუქურამ'' გასვლაზე თბილისის ''დინამოს'' ფრედ ეთამაშა

09 ივნისი 2021, 20:58 1367 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის პირველი მატჩი დედაქალაქში გაიმართა.  "დინამო არენაზე" ქობულეთის "შუქურა" თბილისის "დინამოს" ესტუმრა და სახლში მნიშვნელოვანი ქულა წამოიღო.

მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლო ფრედ დასრულდა. მატჩში გოლი 64-ე წუთზე რადინის გადაცემის შემდეგ მარუსიჩმა გაიტანა და თბილისის "დინამო" წინ გავიდა.

82-ე წუთზე ქობულეთლებმა კუთხური ჩააწოდეს, რა დროსაც კობოურს ბურთი ხელზე მოხვდა და შეხვედრის არბიტრმა თბილისელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

პენალტის რეალიზება კი ჯეფერსონ ჯერალდომ ზუსტად შეძლო და საბოლოო ანგარიში 1-1 დააფიქსირა.

16 თამაშის შემდეგ თბილისელებს 32 ქულა აქვს და ამ დროისთვის პირველ ადგილზე არიან, რაც შეეხება "შუქურას" ისინი 15 ქულით მერვე პოზიციას იკავებენ.

ხვალ ბათუმის ახალ სტადიოზე ბათუმის ‘’დინამო’’ ‘’თელავს’’ მიიღებს. ეს შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში