საბერძნეთში გაფიცვაა

10 ივნისი 2021, 14:16 784 ნახვა

საბერძნეთში ტრანსპორტის მუშაკები გაიფიცნენ.  ისინი შრომითი კანონმდებლობის რეფორმებს აპროტესტებენ.  24-საათიანი გაფიცვა ქვეყნის უმსხვილესმა პროფკავშირებმა გამოაცხადა.

ახალი კანონპროექტი 50-საათიან სამუშაო კვირას აკანონებს და 8-საათიან სამუშაო დღეს აუქმებს. გაჩერებულია რკინიგზა, მეტრო, ტრამვაი და ტროლეიბუსები. ავტობუსები 9-დან 21 საათამდე არ იმუშავებს. გაჩერდება გემები. საჰაერო ტრანსპორტი კი მხოლოდ  4 საათით გაიფიცება

გაფიცვას განათლების, სასამართლოსა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულები უერთდებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში