ბაიდენ-პუტინის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება

10 ივნისი 2021, 14:46 1029 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ჟენევაში ლა გრანჯის ვილაში შეხვდებიან. ინფორმაციას შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება მადლობას უხდის ამერიკას და რუსეთს  ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილად  შვეიცარიის  არჩევისთვის. ვილა ჟენევის ტბის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და ის მეთვრამეტე საუკუნეშია აგებული.

უკვე რამდენიმე დღეა, შვეიცარიის პოლიციამ პარკი დახურა და ადგილზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრება დაიწყო. ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს 16 ივნისს ხვდებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში