ევროკავშირის ლიდერები კოვიდ-19-ის წარმოშობის შეუზღუდავ გამოძიებას მოითხოვენ

10 ივნისი 2021, 17:53 942 ნახვა

ევროკავშირის ლიდერები კოვიდ-19-ის პანდემიის წარმოშობის შესახებ შეუზღუდავი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა  გამომძიებლებისთვის  სრული წვდომა  მოითხოვა იმაზე, რაც საჭიროა პანდემიის წყაროს დასადგენად. შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მსოფლიოს უფლება აქვს ზუსტად იცოდეს, თუ რა მოხდა. 25 მაისს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთი ბოლომდე არ იყო გამჭვირვალე კოვიდ 19-ის წარმოშობის გამოძიებისას და საჭიროა სრული გამოძიება იმის დასადგენად, ვირუსი ბუნებრივად გავრცელდა თუ ლაბორატორიული შემთხვევის შედეგად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში