ლაშა შავდათუაშვილი უნგრეთიდან მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლით დაბრუნდა

10 ივნისი 2021, 17:53 815 ნახვა

საქართველოს ძიუდიოსტთა ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი უნგრეთიდან მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლით დაბრუნდა. ის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა. ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე, -73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა 6 მეტოქე დაამარცხა. ფინალში შავდათუაშვილმა შვედ ტომი მაციასს სძლია. აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილი ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ერთდროულად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. საქართველოს ნაკრების ლიდერი ოლიმპიური ჩემპიონი 2012 წელს ლონდონში გახდა, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს 2013 წელს ბუდაპეშტში დაეუფლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში