მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში

10 ივნისი 2021, 17:54 1270 ნახვა

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეხუთე საშეჯიბრო დღეს, მედლისთვის ბექა ღვინიაშვილი და მარიამ ჭანტურია იბრძოდნენ.  ორივე ქართველი პირველივე ეტაპზე დამარცხდა. მარიამ ჭანტურიამ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ეტაპი მარტივად გაიარა. მან გაბონელ კარენ აგონო ვორას იპონით სძლია და მომდევნო წრეში გერმანელ მირიამ ბუტკერაიტსთან იპონით დამარცხდა. მოულოდნელი იყო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის ბექა ღვინიაშვილის მარცხი. ქართველ ძიუდოისტს შვეიცარიელი სირილ გროსკლაუსი შეხვდა და მალევე ვაზარით დაწინაურდა, რის შემდეგაც კიდევ ერთი ილეთი შეასრულა და ბრძოლაც მოიგო, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბექამ გდება ფეხის ამოხვევით შეასრულა, რაც ძიუდოს ახალი წესებით აკრძალულია და სამწუხაროდ, ჰანსოკუ-მაკეთი ისჯება, რის გამოც ბექა ღვინიაშვილი ტურნირიდან მოხსნეს და მან კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში