მიმდინარეობს ბავშვების გადაბირების პროცესი, რომ ნინოწმინდის პანსიონატი დაატოვებინონ - მეუფე სპირიდონი 

10 ივნისი 2021, 17:56 1162 ნახვა

მეუფე სპირიდონის თქმით, მიმდინარეობს ბავშვების გადაბირების პროცესი, რომ ნინოწმინდის პანსიონატი დაატოვებინონ. 

სხალთელი მთავარეპისკოპოსი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატის შემდეგ პანსიონში იუნისეფისა და ვორლდ ვიჟენის წარმომადგენლები შევიდნენ. ისინი კი ლგბტ პროპაგანდისტები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

''ჩვენ უარი ვუთხარით ნინო ლომჯარიას იმის გამო, რომ ის მასიურ ლგბტ პროპაგანდას აწარმოებდა. ახლა შევიდა  იუნისეფი და ვორლდ ვიჟენი, ესენი უარესი თუ არა, არაფრით უკეთესები არ არინ იმ ლომჯარიას სამსახურზე. ისინიც ლგბტ პროპაგანდისტები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს კი რა თქმა უნდა ჩვენთვის მიუღებელია. ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ჩვენი ახალგაზრდობა წმინდათ, პატიოსნებით უნდა შევინახოთ. რომ ჩვენ მომავალი გვქონდეს.

ერები რომლებიც გარყვნილ პოლიტიკას დაექვემდებარენ გაქრნენ, აღიგავენ მიწისაგან პირისა. თუ გვინდა რომ ქართველი ერი არსებობდეს, ამ ბილწ და გახრწნილ იდეოლოგიას უნდა აღვუდგეთ წინ.

დაახლოებით ათი სოცმუშაკი მუშაობდა ყოველდღე, ზოგჯერ უფრო მეტი. ჩვენ გაოცებული ვიყავით, რა საჭირო იყო ამდენი. როგორც ბავშვები ყვებიან, ფაქტიურად მიმდინარეობს ბავშვების გადაბირების პროცესი, რომ პანსიონატი დაატოვებინონ. რატომ სჭირდებათ ეს და რატომ აწყობთ? ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და ცალსახა პასუხი გვაქვს. 

პირველი ის, რომ ნინოწმინდაში ქართული ელემენტი, ქართული გენი, ქართული მენტალიტეტი აღარ იყოს. ის ქართული საჯარო სკოლა, რომელიც ფაქტიურად გაუქმებული იყო, ამ ბავშვების ბაზაზე ისევ ამოქმედდა. თუ პანსიონატის ბავშვები იქ აღარ იქნებიან ცხადია დაიხურება. ეს უნდათ გარკვეულ ძალებს.

მეორე, არ უნდათ რომ ბავშვები ეკლესიაში იზრდებოდნენ, რადგან თავიანთი იდეოლოგიის, რომელიც არის გენდერული თეორია, მასიური სოდომიზაციის თეორიის დამკვიდრება უნდათ. ერი ფეხზე უნდა დადგეს და ეს არ უდნა დაუშვას'' - ამბობს ვიდეო მიმართვაში მეუფე სპირიდონი.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში