ვითარება ნინოწმინდის პანსიონში-მეუფე ნიკოლოზის შეფასება

10 ივნისი 2021, 17:40 1038 ნახვა

სხალთის მიტროპოლიტის ნაცვლად განმარტებები გააკეთა ახალქალაქისა და კუმორდოს მმართველმა. მეუფე ნიკოლოზი ფიქრობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე არ ძალადობენ. მიაჩნია, რომ ბრალდებებზე რომლებიც ნინოწმინდის პანსიონს უკავშირდება, მთავარი პასუხები  გამოძიებამ უნდა გასცეს.  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია სავარაუდოდ 15-20 წლის  წინანდელ ფაქტებზე  და ასეთი რამ, მისი აზრით ოჯახებშიც შესაძლოა ხდება. რაც შეეხება ახლა ნინოწმინდის პანსიონში არსებულ მდგომარეობას, მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ ბავშვებს  საფრხთე არ ემუქრებათ,  რადგანაც იქ სოციალური  მუშაკები რჩებიან. რაც შეეხება სახალხო დამცველის პანსიონში შეშვების საკითხს,  ეს მას შემდეგ დადგება დღის წესრიგში, როცა სოციალური მუშაკები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მუშაობას დაასრულებენ და დასკვნას დადებენ-თქვა ახალქალაქისა და კუმორდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში