პოლიციამ ბათუმში არასრულწლოვანი დააკავა, რომელმაც მაღაზიის დაწვა სცადა - შსს

11 ივნისი 2021, 10:05 4553 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 9 ივნისს, თანმხლებ პირებთან ერთად,  „ფარფურის“ მინის კარი დააზიანა და იქ არსებულ ნივთებს ცეცხლი წაუკიდა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში