ფსიქიკური ჯანმრთელობა საქართველოში - სახალხო დამცველის რეკომენდაციები

11 ივნისი 2021, 10:27 930 ნახვა

ფსიქიკური  ჯანმრთელობა  საქართველოში – სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მონიტორინგი ჩაატარეს  და რეკომენდაციები მოამზადეს. მთავარი გამოწვევა ისევ არასაკმარისი სამედიცინო სერვისები, დაფინანსება, სტიგმა და  პერსონალის კვალიფიკაციაა. 

ეს ყველაფერი კი პაციენტების საზოგადოებაში ინტეგრაციას აფერხებს. ისევ  გამოიკვეთა პერსონალის სიტყვიერი უხეშობა  და პაციენტებს შორის კონფლიქტიც. 

პრევენციის მექანიზმის  ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბათუმის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში რემონტის გამო პალატები გადატვირთულია და ქაოტური მდგომარეობაა. ქვეყანაში ერთიანი სტრატეგიის შემუშავების  აუცილებლობაზე საუბრობს კლინიკის ხელმძღვანელიც.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ რომ ამ პრობლემის მქონე პაციენტების სერვისების  გაუმჯობესების და სტაციონარიდან გამოყვანის მიზნით   რეგიონში დამატებით სამი  თავშესაფარი შექმნეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში