სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა თავისუფლად შეეძლებათ

11 ივნისი 2021, 18:44 1188 ნახვა

ევროკომისიამ ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, რომლის თანახმად სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს ევროკავშირის შიგნით მოგზაურობა შეუძლიათ. ამის შესახებ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა, კრისტიან ვიგანდმა განაცხადა. "ჩვენ მომავალ კვირას ევროკავშირის საბჭოში ამ გადაწყვეტილების სწრაფ დამტკიცებას ველოდებით", - განაცხადა მან. ევროკავშირის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ეს ნებართვა უკვე ძალაში შევა. მანამდე "ტვიტერში" გამოქვეყნდა განცხადება, რომ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები და რეზიდენტები, რომლებმაც მოგზაურობამდე სულ მცირე 14 დღით ადრე ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს, ბლოკის ფარგლებში თავისუფალ მოგზაურობას შეძლებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში