ევროპის ჩემპიონატი იტალიის გამარჯვებით დაიწყო

12 ივნისი 2021, 12:03 960 ნახვა

ევროპის ჩემპიონატის გახსნით  შეხვედრაში, იტალიამ  რომის ''სტადიო ოლიმპიკოზე' თურქეთის ნაკრებს უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით 3-0 დაამარცხა.

‘’სკუადრა აძურა’’  მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას რასაც 53-ე წუთზე დემირალის საკუთარ კარში გატანილი გოლი მოყვა, 66 წუთზე კი ანგარიში ორამდე იტალიელმა შემტევმა იმობილემ გაზარდა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 79 წუთზე ინსინიემ ეფექტური გოლით დააფიქსირა. დღეს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კიდევ 3 შეხვედრა გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში