ამირან გამყრელიძე ქობულეთში კოვიდვითარებას გაეცნო 

12 ივნისი 2021, 15:02 1529 ნახვა

პირბადეს  ვერ მოვიხსნით სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება - ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ ქობულეთში გააკეთა. ის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა სადაც კოვიდვითარებასა და შესაბამის სამუშაოებს გაეცნო.

გამყრელიძე  მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესსაც დაესწრო. აჭარის შემდეგ იგი გურიის რეგიონში მოქმედ კოვიდკლინიკებს მოინახულებს, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში