საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის ასპროცენტიანი შედეგი

12 ივნისი 2021, 21:01 1472 ნახვა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ოთხი სპორტსმენით წარსდგება, რაც თითოეული ქვეყნისთვის დაწესებული კვოტის მაქსიმუმია.ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებმა ორწლიანი სალიცენზიო მარათონი დასრულებულად გამოაცხადეს და შესაბამისად გიორგი ასანიძის ოთხივე შეგირდის სალიცენზიო ქულები ოფიციალურად აღიარეს.

ტოკიოს ფიცარნაგზე გამოსვლის უფლება აქამდეც განაღდებული ჰქონდათ რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, მსოფლიოს და ევროპის არაერთგზის ჩემპიონს და მსოფლიოს რეკორდების მფლობელს ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონს და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელს ანტონ პლესნოის, ევროპის ჩემპიონს და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანს შოთა მიშველიძეს. ამ სამეულს შეუერთდება ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გოგა ჩხეიძე.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში