ქრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

13 ივნისი 2021, 12:10 1677 ნახვა

ფინეთის ნაკრებმა ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონატი ითამაშა და პირველი გამარჯვება მოიპოვა – დანია 1:0 დაამარცხა. ფინელების მწვრთნელმა მარკუ კანერვამ პრესკონფერენცია კრისტიან ერიკსენზე საუბრით დაიწყო და თქვა რომ ერიკსენის ამბავმა ყველა გაანადგურა.

საბედნიეროდ ერიკსენი გადარჩა. ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპზე ფინეთთან მატჩისას პირველი ტაიმის ბოლოს, დანიის ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ შემტევმა ნახევარმცველმა ერიკსენმა გონება დაკარგა, როდესაც მისმა პარტნიორმა ბურთი აუტიდან მოაწოდა.

ექიმები სასწრაფოდ შევიდნენ მოედანზე და ფეხბურთელის გონზე მოყვანა სცადეს. რამდენიმე წუთის შემდეგ იგი დანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების თანხლებით მოედნიდან გაიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში