ავარიისას დაშავებული 2 ადამიანის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

13 ივნისი 2021, 18:10 888 ნახვა

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთაგან არასრულწლოვანს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანლი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მეორე პაციენტის ოპერაცია კი ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

კლინიკის წარმომადგენლის ინფორმაციით რეანიმაციაში მყოფი  ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ცნობისთვის, კრწანისის ქუჩაზე, გუშინ ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე დაშავდა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში