"სინოვაკის" ვაქცინით აცრაზე რეგისტრაცია დღეიდან განახლდება

14 ივნისი 2021, 10:05 2556 ნახვა

„სინოვაკის“ ვაქცინით აცრის მსურველთათვის სარეგისტრაციო პორტალი დღეიდან, 14 ივნისიდან კვლავ განახლდება. მოქალაქეებს შეეძლებათ როგორ პირველ, ასევე  მეორე დოზაზე დარეგისტრირება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, "სინოვაკის" მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში. "სინოვაკის" ვაქცინა, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა.

„1-ელ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "სინოვაკის" ვაქცინას 18 წლის ასაკიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა .

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს: booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში