ბათუმსა და თბილისში "სინოვაკით'' ვაქცინით ტურიზმის სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები საჯაროდ აიცრებიან

14 ივნისი 2021, 10:38 1070 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 2 დიდ ქალაქში თბილისსა და ბათუმში "სინოვაკის" ვაქცინით ექიმები, ტურიზმის სექტორის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები საჯაროდ აიცრებიან.

ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა ,,სინოფარმის'' მსგავსად,  ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 14-28 დღის ინტერვალით კეთდება.

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება.

''ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის სწრაფ აღდგენას. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და თელავში მიმდინარეობს. 

ივლისი-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანა მიიღებს ვაქცინის 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას. ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინები, კერძოდ ,,ფაიზერის'', ,,სინოფარმის'', ,,სინოვაკის'', ,,ნოვავაქსის'' და ,,ჯონსონის-ენდ- ჯონსონის'' ვაქცინები.

კოვაქსის პლატფორმით უკვე ივნისში საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000-მდე დოზას მიიღებს.
ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების, და მისი ადმინისტრირებისთვის მიმდინარეობს დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში