ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერი აღარაა

14 ივნისი 2021, 10:22 783 ნახვა

12 წლიანი მმართველობის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება მოუწია. პარლამენტმა 60 ხმით 59-ის წინააღმდეგ ახალი მთავრობა დაამტკიცა, შეთანხმების თანახმად 2023 წლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ნაფტალი ბენეტი დაიკავებს, შემდეგ კი მას, ორი წლით იაირ ლაპიდი ჩაანაცვლებს.

ახალ პრემიერს პოსტზე დანიშვნა უკვე მიულოცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. 

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის ისტორიაში პრემიერის თანამდებობაზე ყველაზე დიდხანს მყოფი ლიდერია. ის ქვეყანას საერთო ჯამში 15 წლის განმავლობაში - 1996-დან 1999- წლამდე და 2009 წლიდან დღემდე მართავდა.

ნეთანიაჰუ ამჯერად ოპოზიციაში ინაცვლებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მალე დაბრუნდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში