საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა - დავით ზალკანიანი

14 ივნისი 2021, 13:04 1153 ნახვა

მაქვს მოლოდინი, რომ გამეორებული იქნება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი-განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

დავით ზალკანიანმა, დღეს ბრიუსელში დაანონსებულ, ნატოს სამიტზე ისაუბრა.

"საქართველოს საკითხი შეტანილია დღის წესრიგში, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველოს ისინი განიხილავენ, როგორც საერთო ღირებულებების მატარებელ ქვეყანას, რომელიც არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა.

მაქვს მოლოდინი, რომ გამეორებული იქნება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, იქნება საუბარი ოკუპაციაზე, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოში წევრობისთვის.

საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო  წარმოდგენილი ბრიუსელის ამ სამიტზე.

საქართველოს აქვს უმაღლესი შეფასება ყოველწლიური, ეროვნული გეგმის შესრულებასთან მიმართებაში. ასევე ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოს საბოლოო წევრობისთვის. იგივე მაპის საკითხი - დარჩენილია მხოლოდ, როგორც პოლიტიკური ბარიერი. ჩვენ ვართ პირნათელი ნატოელ პარტნიორებთან მიმართებაში იმ ვალდებულებების შესრულების კუთხით, რა ვალდებულებებიც გვაკისრია. ყველაფერი მაქსიმალურად, 100%-ით შესრულებულია საქართველოს მხრიდან, დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს რთული, კოპლექსური საკითხია, გადაწყვეტილება ნატოს წევრებმა უნდა მიიღონ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე განცხადებით, ნატო-ს ბრიუსელის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, წამყვან სპიკერად არის დასახელებული.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში