სასამართლო პროცესი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით

14 ივნისი 2021, 14:56 837 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მკვლელობის საქმეს არსებითად ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. სხდომას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე უძღვება.

მოწმის სახით დაიკითხება მოკლული მ.ბ.  ნათესავი, რომელიც არის ასევე თვითმხილველი. მოწმემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დეტალურად გაიხსენა ინციდენტის დღე და თქვა რომ მკვლელობას წინ უძღვოდა სიტყვიერი დაპირისპირება ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის. მისივე ინფორმაციით, ბრალდებულსა და მ. ბ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რის შემდეგც ბრალდებულმა დანა ამოიღო და მას 2 ჭრილობა მიაყენა.

დღეს ნაფიცებმა ექსპერტსაც მოუსმინეს. მოსამართლემ დღეს საქმეში შესაძლო კიბერ დანაშაულის შესახებაც ისაუბრა, რაც სასამართლომ გუშინ შეიტყო. საქმე ეხება გასული წლის ოქტომბერში ქედაში მომხდარ მკვლელობას.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ნათესავი ცივი იარაღით დაჭრა, ის კი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა სისხლის სამართლის საქმეზე ვერდიქტს 12 ნაფიცი მსაჯული გამოიტანს. იმ შემთხვევაში თუ ნაფიცები ბრალდებულს დამანშავედ ცნობენ, მას 16 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში