ბათუმის ''დინამომ'' წყალტუბოში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

14 ივნისი 2021, 19:44 1206 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ბათუმის ''დინამომ'' მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ''დინამო'' წყალტუბოში ''სამგურალს'' ესტუმრა და შეხვედრა უგოლო ფრედ 0:0 დასრულდა. 17 თამაშის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ისევ ორხელისუფლებიანობაა.

ბათუმის ''დინამოს'' და თბილისის ''დინამოს'' 35-35 ქულა აქვთ, თუმცა შავიზღვისპირელები სხვა დამატებითი შედეგეგების გამო ეროვნული ლიგის ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფებიან.

შემდეგ ტურში ბათუმის ''დინამო'' 18 ივნისს საკუთარ მოედანზე გორის ''დილას'' მიიღებს. ეს შეხვედრა ბათუმის ახალ არენაზე 20:30 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში