საქართველოში კორონავირუსის 1092 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი

15 ივნისი 2021, 10:55 1251 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1092 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში ვირუსი კიდევ 775-მა პაციენტმა დაამარცხა, გარდაიცვალა 23.

გასულ დღე-ღამეში  ქვეყანაში ჩატარდა 29 734 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 204 25, „პისიარ“ ტესტით –  9 309.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,67 პროცენტი, ბოლო 14 დღის –2,6 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,33 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 586 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 131, ქვემო ქართლი – 81, შიდა ქართლი – 58, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61, კახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 355 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 341 103 გამოჯანმრთელდა, 5 083 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 212 163 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 596. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში