შარშანდელი სცენარი თავიდან რომ ავიცილოთ, ვაქცინაციის გარდა აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა - თამარ გაბუნია

15 ივნისი 2021, 11:49 1025 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმისთვის, რომ შარშანდელი სცენარი არ განმეორდეს აუცილებელია იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა შემუშავებული.

"შარშანდელი სცენარი, თავიდან რომ ავიცილოთ  ვაქცინაციის გარდა  აუცილებელია იმ ღონისძიებების დაცვაც, რაც უკავშირდება პირბადის გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებას და თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდებას.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების აცრას, ყველა პირის ბოლომდე მიყოლა, რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინსიტროს ძალიან გაუჭირდება. ამ შემთვევაში ჯანდაცვის სამინისიტრო ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობს და ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს სთავაზობს ამ შესაძლებლობას.

ინიციატივა თუ არ წამოვიდა სასტუმროდან, რესტორნიდან ან სხვა დაწესებულებიდან სხვანაირად მათი პროგრამაში ჩართვა ვერ მოხერხდება.

მიმდინარე პერიოდში დაახლოებით 10 00- დოზა არის დარეზერვებული ამ ჯგუფებისთვის, აქ შედის პენიტენციური სამსახური, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები და კიდევ რამდენიმე მცირე სექტორი, რომელიც  ორგანიზებულად იცრება. ზუსტად რა რაოდენობაა აცრილი ამასთან დაკავშირებით სტატისტიკა არსებობს.

ის რომ, ეს აქტიურად უნდა გაგრძელდეს აქ ორი აზრი არ არის და როგორც კი იქნება ვაქცინების დამატებითი რაოდენობა, მთავარი აქცენტი გაკეთდება ამ სექტორებზე, თუნდაც იმის გამოც, რომ შარშანდელი, რაც ბათუმში გამოიწვია აქტიურმა ტურისტულმა სეზონმა, არ განმეორდეს"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში