მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

15 ივნისი 2021, 11:03 922 ნახვა

მეორე დღეა  ბათუმის საქალაქო სასამართლოში მკვლელობის საქმეს არსებითად ნაფიცი მსაჯულები  განიხილავენ. საქმე ეხება  გასული წლის ოქტომბერში ქედაში მომხდარ მკვლელობას. სხდომას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე უძღვება.   

დღეს ისევ გრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა, დაიკითხება საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე.გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ნათესავი   კაცი  ცივი იარაღით  დაჭრა, ის კი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა სისხლის სამართლის საქმეზე ვერდიქტს 12  ნაფიცი  მსაჯული გამოიტანს. ბრალდებულს გამოძიება  განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილს  განზრახ მკვლელობას ედავება. 

თუ ნაფიცები ბრალდებულს დამნაშავედ ცნობენ, მას 16 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში