ვითარება ნინოწმინდის პანსიონში

15 ივნისი 2021, 11:53 876 ნახვა

ამ დრომდე ღიად რჩება სახალხო დამცველის ნინო წმინდის პანსიონში შესვლის საკითხი. პირველ ეტაპზე ბოდბელი ეპისკოპოსი ადგილზე გარკვევას ცდილობს და  ომბუდსმენის მხრიდან მონიტორინგის დაწყებასა და ბავშვებთან შეხვედრაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

მეუფე იაკობი  ასევე აღნიშნავს, რომ ყველა გადაწყვეტილებას მიიღებს აღსაზრდელების სურვილიდან გამომდინარე. მისი თქმით, უკვე დაიწყო აღმზრდელების გაცნობაც და იმ შემთხვევაში თუ დადგინდება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, შესაბამის ზომებს მიიღებენ. როგორც განმარტავს, პანსიონში ვითარების გარკვევას მეუფე სპირიდონთან ერთად გეგმავდა, თუმცა ახლა მარტო მოუწევს.

ნინოწმინდის პანსიონში ახალი დირექტორი გუშინ დანიშნეს. ცვლილება პატრიარქის გადაწყვეტილება იყო. ილია II-მ მთავარეპისკოპოსი სპირიდონი პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში