ბაიდენ-პუტინის შეხვედრა 4-5 საათი გაგრძელდება

15 ივნისი 2021, 14:33 1000 ნახვა

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებები 16 ივნისს ჟენევაში შესვენებების ჩათვლით 4-5 საათი გაგრძელდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.  პესკოვის თქმით, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ფორმატების შეცვლა მოხდება. 

სამიტის დღის წესრიგი  ორი ქვეყნისთვის ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს, მათ შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამაღიზიანებელ პრობლემებსაც.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები სტრატეგიული სტაბილურობის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, კორონავირუსის შეკავების, რეგიონული პრობლემების, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის, მთიანი ყარაბაღის და უკრაინის საკითხებზე იმსჯელებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში