მოვუწოდებ ხელისუფლებას მიიღონ კანონი, რომელიც აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდას ქვეყანაში და გააუქმონ დაანონსებული პრაიდი - ლევან ვასაძე

15 ივნისი 2021, 15:31 1015 ნახვა

მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღონ კანონი, რომელიც აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდას ქვეყანაში.

იგი ხელისუფლებას აძლევს 10-დღიან ვადას, რათა გააუქმოს  დაანონსებული პრაიდი.

„ვნახეთ ჯოჯოხეთური კლიპი, რომელიც გადაიღეს ე.წ. პრაიდის რეკლამისთვის, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების ნორმებს. იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებს, რადგან საზოგადოებრივი დიალოგის ფარგლებში არაერთი წელია, გვაქვს სრულიად მკაფიო მესიჯები, ჩვენი მოძმე ოსებისა და აფხაზებისგან, თუ საქართველო მიდის მაგ გზით ანტიტრადიციული, სრულიად მიუღებელი მიმართულებით, ჩვენ თქვენთან საერთო არ გვაქვს.

მსგავსი ანტიკულტურის დამკვიდრების მცდელობა ახდენს საქართველოს ამოვარდნას იმ საერთაშორისო საზოგადოების ნორმებიდან, რომლის რეალობაშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ქმნის საფრთხეს არა მხოლოდ შიდა დესტაბილიზაციისა ქვეყანაში, არამედ პირდაპირ ურტყამს ჩვენს სახელმწიფოებს სტატუსს.

მოვუწოდებ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მოეშვან თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი, ან დადგნენ საზოგადოებრივი მორალისა და ტრადიციების გვერდზე, გააუქმონ ეს დაანონსებული პრაიდი. როგორც ეს ჩვენ მათ გავაკეთებინეთ ორი წლის წის.

მიიღონ კანონი, რომელიც აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდას ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ორი მოთხოვნა ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ. ასევე 15 პარტიას, რომელმაც ხელი მოაწერა ლგბ დოკუმენტის მანიფესტს, მათაც გააკეთონ არჩევანი, ან დადგნენ ქართველი ხალხის ტრადიციების, საზოგადოებრივი მორალის სადარაჯოზე, ან იმ ერთი მუჭა უცხოეთიდან დაფინანსებული დესტაბილიზატორების მხარეს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანაში დაძაბონ ყველაფერი“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში