ევროტურებზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

15 ივნისი 2021, 16:59 1123 ნახვა

ევროპის კონფერენცლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია.

ეროვნული ლიგის ვეცე-ჩემპიონი ბათუმის "დინამო" სან მარინოს "ტრე პენეს" დაუპირისპირდება. ბათუმელები პირველ მატჩს შინ გამართავს.

ეროვნული ლიგის მესამეადგილოსან გორის "დილას" სლოვაკური "ჟილინა" მოუწია. გორელები პირველ მატჩს გასვლაზე ითამაშებს.

თასის მფლობელი "გაგრა" კი მონტენეგროს "სუტიესკას" დაუპირისპირდება. გაგრელები პირველ შეხვედრას შინ ითამაშებენ.

უეფას კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო წრის მატჩები 8 და 15 ივლისს გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში