ტურისტული სეზონი შეზღუდვების ფონზე

15 ივნისი 2021, 18:13 1205 ნახვა

ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, აჭარა ახლა სტუმრების მოლოდინშია. კოვიდ შეზღუდვები ისევ ძალაში რჩება– პირბადე, სოციალური დისტანცია, თავშეყრის აკრძალვა და კომენდანტის საათი. სწორედ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა აწუხებთ ყველაზე მეტად ახლა ტურისტებს, ნაწილი კი ჯერ ისევ ფიქრობს, უღირთ თუ  არა პანდემიური  რეგულაციების ფონზე  მოგზაურობა.  ე.წ კომენდანტის საათი დისკომფორტს და პრობლემებს მხოლოდ დამსვენებლებს  არ  უქმნით. ამ მიზეზით სამუშაო დღის ნაადრევად დასრულება უწევს სარესტორნო ბიზნესსაც.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში