ერდოღან-ბაიდენის შეხვედრა

15 ივნისი 2021, 19:48 1550 ნახვა

90 წუთი გრძელდებოდა ბრიუსელში აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტების მოლაპარაკება. ჯო ბაიდენმა და რეჯეპ თაიპ ერდოღანმა შეხვედრა  ნატოს სამიტის ფარგლებში გამართეს.  მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ბოლო დროს არსებულ პრობლემებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს. ხვალ ჯო ბაიდენი  ჟენევაში რუს კოლეგას პირისპირ შეხვდება. ვლადიმერ პუტინთან აუდიენციისთვის 4-5 საათია გათვალისწინებული. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში