ვითარება ნინოწმინდის პანსიონში

16 ივნისი 2021, 11:33 895 ნახვა

მეუფე იაკობის  დანიშვნის შემდეგ, მოსალოდნელია თუ არა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში  საკადრო ცვლილებები? ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბავშვთა სახლში 19 აღმზრდელი რჩება. მეუფე იაკობის განცხადებით სხვა საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას. 

დღესვე გაირკვევა, შეუშვებენ თუ არა დაწესებულებაში მედიას.  საკითხზე ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ  მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე და სოციალური მუშაკებს ფსიქოლოგებს მიეცეთ მშვიდად მუშაობის საშუალება. მინისტრის თქმით, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით საკითხზე საპატრიარქოსთან ერთად მუშაობენ. რაც შეხება ნინო ლომჯარიას, მისი თქმით სახალხო დამცველმა საკუთარი მანდატი უნდა გამოიყენოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში