პანსიონში ამდენი თანამშრომლის ყოფნა არ არის საჭირო, ამ ეტაპზე 19 აღმზრდელი დარჩება - მეუფე იაკობი

16 ივნისი 2021, 14:22 1337 ნახვა

მეუფე იაკობი ამბობს, რომ ნინოწმინდაში 40 თანამშრომლიდან 19 აღმზრდელი დატოვეს, ნაწილი შვებულებაში გაუშვეს, მოგვიანებით კი გადაწყვეტს დააბრუნებს თუ არა თანამშრომლებს სამსახურში. 

ბოდბელი ეპისკოპოსი განმარტავს, რომ მეტი აღმზრდელის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის. 

''ვისაც წასვლა უნდა ჩვენ არავის არ ვაჩერებთ, ველოდებით როდის გადაიყვანენ, ვინც დარჩება, ვინც დღეს არის, იმათ სრულად ჰქონდეს მომსახურება და არაფერი არ მოაკლდეს. ბავშვების საუკეთესო ინტერესები უნდა დავიცვათ. ჩვენ პრობლემა არ გვაქვს ვინ შემოვა და ვინ არა. უბრალოდ ბავშვებმა ძალიან დიდი ტრავმა მიიღეს, ბევრი ბავშვი იყო ერთად, უცებ ბევრი წავიდნენ. ამიტომ ზედმეტი კითხვებით აღარ ვაწუხებთ'' - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

კითხვაზე რა პრინციპით მოხდა აღმზრდელების გადარჩევა და ხომ არ არიან მათ შორის ის ადამიანები, რომლებზეც ბავშვებმა ჩვენება მისცეს ? მეუფე იაკობი ამბობს, რომ პანსიონში მეტი ადამიანის ყოფნის საჭიროება არ არის.

,,ვიზეც მექნება ინფორმაცია რამე დარღვევაზე, არავის არ ვკითხავ, ისე გავუშვებ…მეტი ადამიანის აქ ყოფნის საჭიროება დღეს არ არის. ახლა დროებით მიდიან შვებულებაში და გადავხედავ სიტუაციას, ვინც უნდა დარჩეს, დარჩება, ვინც არა – არ დარჩება. არც პატრიარქი, არც მეუფე სპირიდონი და არავინ ჩემს საქმეში არ ჩაერევა. თქვენც თუ დატოვებთ აქაურობას, ძალიან კარგი იქნება ბავშვებისთვის'' - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში