ჩავუშოღლუს განცხადება

16 ივნისი 2021, 14:10 932 ნახვა

მსოფლიო საზოგადოებამ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცეს, - ამის შესახებ ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის მომხრეა.

"აზერბაიჯანმა მიაღწია საკუთარი მიწების ოკუპაციისგან გათავისუფლებას. ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჩავუშოღლუს თქმით, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაცია ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე განიხილება. მისი თქმით, ანტალიაში სომხეთის წარმომადგენლებიც არიან მოწვეულები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში